Taxı+ საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო მომსახურების სწრაფი და ხარისხიანი უზრუნველყოფა.
- მოგემსახურებით - Toyota Prıus Toyota Camry და Mercedes - მარკის ავტოტრანსპორტით. მოგემსახურებით ქალაქის ტერიტორიაზე, საქართველოს ფარგლებში, თურქეთში სომხეთსა და აზეირბაიჯანში. მანქანაში დამონტაჟებულია ტაქსომეტრი (მრიცხველი), ერთი კმ - ფასია 70 თეთრი.
დამატებითი მომსახურეობები:
- ტრანსფერის უზრუნველყოფა
- პერსონალური მძღოლი
- კურიერი
- ბავშვების გადაყვანა
- ფხიზელი მძღოლი
ტრანსფერის უზრუნველყოფა
წინასწარი დაკვეთით (დროის, ადგილის და მარშუტის მითითებით) ვუზრუნველყობთ თქვენს გადაადგილებას საქართველოს, თურქეთის, აზეირბაიჯანის ტერიტორიაზე. (მაგ. აერეპორტიდან თქვენთვის სასურველ მისამართზე ან პირიქით)
პერსონალური მძღოლი
თქვენს მიერ შერჩეული ავტოტრანსპორტის მიწოდება ტაქსის ლოგოს გარეშე, წინასწარ შეთანხმებულ ფასად.
კურიერი
ნებისმიერი თქვენი შეკვეთა, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება ჩვენს მიერ თქვენი სურვილისამებრ.
ბავშვების გადაყვანა
თქვენს მიერ მოწოდებული განრიგის მიხედვით ჩვენი მძღოლი უზრუნველყოფს ბავშვების გადაყვანას თქვენთვის სასურველი მარშუტით (მაგ. სკოლიდან/ბაღიდან სახლში ან პირიქით).
ფხიზელი მძღოლი
თუ თქვენ თავს ცუდად გრძნობთ ან ხართ ნასვამი შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და დაახლოებით 10-15 წუთში მისამართზე, რომელსაც მიუთითებთ მოვა მძღოლი, რომელიც თქვენივე მანქანით გადაგიყვანთ ქალაქის ნებისმიერ მისამართზე ან ქალაქგარეთ ან უზრუნველყოფს თქვენი მანქანის გადაყვანას თქვენთვის სასურველ მისამართზე.
Taxı+ და შ.პ.ს "Batumı Car Tour" ერთობლივად მუშაობენ 2011 წლის ივნისიდან. მიუხედავად მოკლე დროისა კომპანიებმა მოახერხეს ღირსეული ადგილი დაიმკვიდრებინათ ავტოსატრანსპორტო კომპანიებს შორის. წარმატების მიზეზი საქმისადმი სწორი მიდგომა და მომუშავე პერსონალის კვალიფიციური გამოცდილების დამსახურებაა. ორიენტირებულობა ხარისხზე, უსაფრთხოებაზე და კომფორტზე მოვიპოვეთ ნდობა ჩვენს კორპორატიულ კლიენტებს შორის რამაც კიდევ უფრო მეტად გააფართოვა და გაამრავლა ჩვენი პარტნიორი კომპანიების რიცხვი. ყოველივე ამან ჩვენი კომპანიების სწრაფი ზრდა და განვითარება გამოიწვია რითაც ჩვენ დღეს ამაყად ვაცხადებთ ჩვენი საქმიანობის დიდ წარმატებას.